saqarTvelos mdinareebi - kelasuri
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კელასურის მთა 43°16`32` ჩ. გ. 41°11`00` ა. გ. |
შესართავი | შავი ზღვა 42°58`16` ჩ. გ. 41°04`00` ა. გ. |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 220 კმ² |
მდინარე აფხაზეთში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე. ხიმსის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2582 მ. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 220 კმ2. ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ზაფხულისა და შემოდგომაზე - ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 13,2 მ3/წმ. ზღვაში წლიურად შეაქვს 420 მლნ. მ3 წყალი. ქვემო დინებაში კელასურის მარცხენა ნაპირიდან წყლის ნაწილი გადის მიწისქვეშა კარსტული ნაპრალით და გამოდის მდინარე ბესლეთის სათავეში მძლავრ წყაროებად. 1978 წელს შესართავიდან 13 კმ-ზე კლდეზვავმა გადაგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რომლის ფართობი დაახლოებით 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ.